რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი მიკოლაევი წუხელ S-300 რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი „ტელეგრამში“ იუწყება.
კიმის განცხადებით, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოკუპანტების ჭურვების შედეგად დაზიანებული ხუთსართულიანი შენობიდან მაშველებმა ამოიყვანეს 12 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა.
მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა ქალაქს ღამით რვა S-300 რაკეტამ დაარტყა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press