უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის რაიონში ოკუპანტების ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, რომ შეტევა დროებით შეაჩერონ.
როგორც გენერალური შტაბი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, მთავარი მიზეზი მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეზერტირობის მრავალრიცხოვანი ფაქტებია.
„გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, მტრის ქვედანაყოფებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემებერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press