Foto

საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის მსგავსი შეიარაღებით უკრაინას დაარტყამს - მაკრონი

საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ერის ფუნდამენტურ ინტერესებს ეყრდნობა და მკაფიოდ არის განსაზღვრული. 

„უკრაინაზე ბირთვული სარაკეტო შეტევა რომ განხორციელებულიყო, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა“, - თქვა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.