Foto

ასლან ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს. 

"რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბჟანიამ შეხვედრა ბიზნესმენებთან გამართა.

„დღეს თქვენ გამოთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოთ სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. თქვენი ქმედება ღრმა პატრიოტიზმის მტკიცებულებაა“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერ სერგეი პუსტოვალოვის ანგარიში მოისმინეს. პუსტოვალოვის ანგარიში ჯარის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხს შეეხებოდა.