რუსი ოკუპანტები ცდილობენ, გაანადგურონ ლუგანსკის რაიონის სოფლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დახმარება გაუწიონ იმ დასახლებებს, რომლებიც მომავალში ოკუპანტებისაგან განთავისუფლდებიან.
„დეოკუპაცია დაიწყო. რუსული არმია როცა ხვდება, რომ ტერიტორიას კარგავს, გარდა იმისა, რომ იჭრება, აშენებს სიმაგრეებს, აზიანებს ტექნიკას, აფეთქებს ხიდებს, ნაღმავს ყველაფერს ირგვლივ, ასევე ისვრის. ისინი ესვრიან დეოკუპირებული სოფლებს არტილერიით, ტანკებით და ყველაფრით, რაც მათ აქვთ. მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეაჩერონ“, - აცხადებს გაიდაი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press