საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია გლობალური სოლიდარობის მაგალითია.
"ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ!" - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი.
კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი), ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა".
შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართა. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press