13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.
"მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის მოსწავლეები ჩავარდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას თანატოლი ბიჭი ცდილობდა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, საკითხს გამოიკვლევს და შესაბამისი კომპანიები პასუხისგებას მიეცემიან.
შსს-მ გამოძიება 220-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press