თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია. - ამის შესახებ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვარი.
"განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები. ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია. თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.
ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press