რუსეთმა შეიძლება იერიში ჩვენი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიიტანოს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია.
"მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, რომ ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო".-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.
მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press