Foto

ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მეორე გადადგომას გეგმავდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადადგომას გეგმავდა. 

როგორც ჯაღმაიძემ სვეტიცხოველში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა მღვდელმთავრებმა ხელი შეუშალეს. 

"ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომის შესახებ, თუმცა არანაირი თარიღები, არანაირი ვადები სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ, გადადგომას მისი ჯანმრთელობიდან ან ასაკიდან გამომდინარე გეგმავდა. მღვდელმთავრები არიან წინააღმდეგი ამის და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება",- განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა. სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე პატრიარქი აპირებდა გადადგომას "კონკრეტულად 14 ოქტომბერს".