სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა 30 ათასი მოკლული ოკუპანტი დაკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსები ქალაქში მარხავენ ოკუპანტებს, ბოევიკებსა და მობილიზებულ ადამიანებს, რომლებმაც სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.
"რუსებმა შეიმუშავეს პრაქტიკა, რომ ოკუპანტების ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაიტანონ - მათ ყირიმში ან წინა ხაზზე მდებარე დასახლებებში კრძალავენ.
ლიკვიდირებული ოკუპანტების ნაწილი ბელარუსში - გომელში, რუსეთში - კურსკსა და ბელგოროდში დაკრძალეს. სამხრეთის კოლოსალურმა დანაკარგებმა კი, ოკუპანტები აიძულა, კიდევ ერთი სამარხი გაეთხარათ.
სევასტოპოლის სასაფლაოზე ოკუპანტებს ხშირად უსახელო საფლავებში ასაფლავებენ. ყირიმის საავადმყოფოებში დაღუპული დამპყრობლებიც სევასტოპოლში დაკრძალეს", - წერს უკრაინული მედია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press