ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო მშვიდად გადის ამ განსაცდელს.
„დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, სამყარო, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press