Foto

ოკუპანტებმა კიევი კვლავ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევი კვლავ დაბომბეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება დილის საათებში დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა.

"ყველა სერვისი გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმა გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!" - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ დედაქალაქს თავს კამიკაძე დრონები დაესხნენ.

”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასე იქნება“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც. დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.