ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება. როგორც უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი რევენკომ "ტვიტერში" დაწერა, ბელარუსში სამხედრო მოსამსახურეებმა შესვლა უკვე დაიწყეს.
"ბელარუსში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება", - წერს რევენკო.
შეგახსენებთ, ბელარუსში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი (CTO) „მეზობელი სახელმწიფოების“ შესაძლო „პროვოკაციების“ ცნობების შემდეგ. პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხის გამო, რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press