მთელი ღამე და მთელი დილა მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე დრონები და რაკეტები თავს ესხმიან მთელ უკრაინას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. კამიკაძე დრონებით კიევის დაბომბვას.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
"მტერს შეუძლია თავს დაესხას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გაგვტეხოს. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან დასჯას და მომავალი თაობების გმობას. და ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას", - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში კვლავ დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს ე.წ. კამიკაძე დრონები დაესხნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press