კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც დილის საათებში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს, აფეთქება მოხდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
კლიჩკოს განცხადებით, კორპუსის ნანგრევებიდან 18 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა ნანგრევებში ორი ადგილობრივი მცხოვრები ისევ რჩება.
"ამ დროისთვის18 ადამიანია გამოყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება ორი მცხოვრები. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები", - ამბობს კლიჩკო.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს. შევჩენკოს რაიონში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა კიევში რკინიგზის სადგურთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press