დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება "იგრძნობს ამის ფასს".
"დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press