რუსეთში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუზნეცოვის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 3 მოზარდია. 4 დაშავებული კრასნოდარის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი, უკიდურესად მძიმე.
"დაზარალებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. დაზარალებულთა დახმარების გაწევა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს პირადი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა კუზნეცოვმა.
სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა 68 ადამიანის გადარჩენა, 360-ზე მეტის კი ევაკუაცია მოახერხეს.
შეგახსენებთ, რუსული სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:20 საათზე კრასნოდარის მხარეში, ქალაქ იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ჩამოვარდა.
ავარიის შემდეგ, თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა, ხანძარი გავრცელდა მაღალსართულიან შენობაში, რომელშიც 556 ადამიანი ცხოვრობდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press