Foto

ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა - ზელენსკი

ოკუპანტები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს.

"უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. მიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე?

ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები, დილიდან, თავს დაესხნენ უკრაინის ტერიტორიას და რამდენიმე რეგიონს ერთდროულად შეუტიეს.