აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ.
,,ეხოკავკაზის" ცნობით, ამის შესახებ სოხუმში, რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
„აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლებით, რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
,,ეხოკავკაზის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო IPRM ფორმატში საქმიანობის განახლების შესაძლებლობას ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დავალებით განიხილავს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press