Foto

​ლიმანში ოკუპანტების მიერ მოკლული 5 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული 5 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ყველა არასრულწლოვანი რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანით დაიღუპა. 

"პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭები ამოიღო. ორი ყველაზე პატარა გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ", - ნათქვამია ანგარიშში.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 43 მასობრივი საფლავია აღმოჩენილი. უკრინის პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 425 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 815 დაშავდა.