რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტ სახელმწიფოსთან "მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება".
"რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი ტიპი: ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. 10 ოქტომბრიდან განადგურდა ელექტროსადგურების 30%, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება" - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკრაინის ელექტროსადგურებზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი და მიზანმიმართული იერიში მიიტანა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press