უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
გონჩარენკოს განცხადებით, რადამ ასევე დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
"ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პუტინი ძალიან დიდი ხანია ცდილობს ჩეჩენი ხალხის დამონებას, თავისი გალეიტერი კადიროვი დააყენა და ახლა ჩეჩნებს აიძულებს, უკრაინელების წინააღმდეგ იბრძოლონ. ეს არის რუსეთის ტიპური იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ერებთან მიმართებაში.
რუსეთი უნდა იყოს დეკოლონიზებული, იჩქერია კი თავისუფალი. მანამდე მე წარვადგინე საბჭოს დადგენილება იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ საბოლოოდ ბოლო მოეღოს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press