რუსეთს ევროპაში სიცივის, შიმშილისა და ბარბაროსობის ზონის შექმნა სურს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია და ამიტომ მას სძულს თანამედროვე ცივილიზაციაც.
„რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია. ამიტომ მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია და სურს შექმნას ევროპაში სიცივის, შიმშილისა და ბარბაროსობის ზონა. ის სისტემატურად ცდილობს გაანადგუროს ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინაში, ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმით. გამოსავალი? საჰაერო/სარაკეტო თავდაცვა“,- წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები, დილიდან, თავს დაესხნენ უკრაინის ტერიტორიას და რამდენიმე რეგიონს ერთდროულად შეუტიეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press