უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების თხოვნის ფაქტი არის კრემლის მიერ მისი სამხედრო და პოლიტიკური გაკოტრების აღიარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი, ათწლეულების განმავლობაში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მილიარდობით დოლარს ხარჯავდა, ბოლოს კი საკმაოდ მარტივი დრონებისა და რაკეტების მისაღებად თეირანს მიმართა.
"სტრატეგიულად მაინც არ უშველით, მაგრამ ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ტერორისტებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ გარკვეული იმედები, გათვლები. ეს ყველაფერი ისე ჩაიშლება, როგორც მათი წინა გათვლები.
ამ ომის 237-ე დღე ადასტურებს, რომ ნებისმიერ საფრთხეზე პასუხის გაცემა შეგვიძლია. უკრაინა თავს დაიცავს. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press