ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუს სამხედროებს Shahed-136 კამიკაძე დრონების გამოყენება ასწავლონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
ანალიტიკოსების თქმით, ამ გზით ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.
„ნებისმიერი ირანელი პერსონალი უკრაინაში, სავარაუდოდ, IRGC-ის დრონების ინსტრუქტორი იყო. გაურკვეველია ირანელი ინსტრუქტორები თავად ატარებენ თვითმფრინავებს, თუ უბრალოდ ასწავლიან რუს ჯარებს როგორ გააკეთონ ეს", - აღნიშნავენ ისტიტუტში.
მათივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან რუსულმა ძალებმა განალაგეს ათობით Shahed-136 უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ, რაც უპირატესობას ანიჭებს ტერორისტულ ზემოქმედებას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინაში ახლა იშლება სრული სქემა ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და Shahed-136-ის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ამასთან, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართვა ირანისადმი დახმარებისთვის არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press