13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს და სრულიად საქართველოს, - ამ სიტყვებით დაიწყო თბილისის მერმა ტრაგიკული ამბის შემდეგ გამართული პირველი სხდომა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი, მის მიმართ მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის, "სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე".
"რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას, პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. თქვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი ან მკაცრი ვინმეს მიმართ. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და მინდა გავიმეორო, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალეულია მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი რამ, რასაც ოდენი სიმშვიდის მოტანა შეუძლია", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press