საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, დედაქალაქის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ სისტემური პრობლემა გამოვლინდებოდა.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რამე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში, საუბარი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა. დღეს კი, ამავე სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press