თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე თბილისის მერის პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გოცირიძემ თქვა, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს.
"როდესაც მიდიხარ და ლენტებს ჭრი და ყელყელაობ ტელევიზორში და ქულებს იწერ, რომ რაღაც კარგი პროექტი გააკეთე, მაგალითად ხიდი გახსენი, თუ ეს პროექტი ცუდია, შენ ქულები გეწერება მინუს ნიშნით. თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე. როგორ შეიძლება იყო მერი, რომელიც ვერ გაეკარება ვერც ერთ ისეთ ღონისძიებას, რომლითაც უკვე ქულების დაწერას ვერ შეძლებს. ახლა უნდა აგოს პასუხი", - უთხრა "ტვ პირველს" რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა. დღეს კი, ამავე სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press