Foto

ბელარუსის მოქალაქეები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში გამოცხადების შესახებ უწყებებს იღებენ

ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად იღებენ უწყებებს, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში "მონაცემების დასადგენად" გამოცხადდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ბელარუსის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება და ეს „სტანდარტული შემოწმებაა“.

"ცნობილია, რომ იგზავნება გამოძახებები, ისინი იბარებენ სამხედრო კრებაზე, რომელიც ბრძანების მიხედვით, 21 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ გამოძახებები მიუვიდათ ყოფილ პოლიციელებს, ასევე საჰაერო და სადესანტო ძალების წევრებს“, - წერს Беларускі Гаюн.