ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო.
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, მანამდე, მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა შეტყობინებები, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ ადგილებს დაბომბავენ" და მათ ხერსონის ორგანიზებულად დატოვებისკენ მოუწოდა.
უფრო ადრე კი, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 50-60 ათასი მცხოვრების გადაყვანა იგეგმებოდა.
ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ გუშინ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიშმა გამოიწვიოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press