ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთის ტაქტიკაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის თქმით, "რაც არ უნდა თქვას კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა".
"არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press