მეუბნებიან, რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც ორბანმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, უნგრეთმა საკუთარი ეკონომიკა თვითონ უნდა მართოს.
"მეუბნებიან, რუსული გაზი ცუდია. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ ის ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს გაზპრომმა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ით შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა მილსადენის კომპრესორის ნაწილებზე და აღჭურვილობა უნდა გათიშულიყო გაჟონვის გამოსწორებამდე.
2 სექტემბერს რუსულმა გაზის კომპანიამ „გაზპრომმა“ გამოაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით გაზის ტრანსპორტირების სრული შეჩერება განუსაზღვრელი ვადით. 3 სექტემბერს თეთრი სახლი გამოეხმაურა Nord Stream-ის სრულ გათიშვას.
რუსული Nord Stream გაზსადენის მიმდინარე გათიშვის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი 5 სექტემბერს დილით 30%-ით გაიზარდა თითქმის $2,900 ათას კუბურ მეტრზე.
6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს რუსული გაზის ფასის შეზღუდვის შესახებ.
2022 წლის 28 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის ფასის დაუყოვნებლივ შეზღუდვა მოითხოვეს.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომმა“ იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა.
2022 წლის 4 ოქტომბერს თურქეთმა გადაწყვიტა გაზის სერიოზული შეთავაზება გაეკეთებინა გაზპრომისთვის.
5 ოქტომბერს „გაზპრომმა“ ოფიციალურად აღიარა გაზზე მოთხოვნის დაცემა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press