უკრაინის პარლამენტის აღიარება, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძალიან ძლიერი მესიჯია, - ამის შესახებ დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა განაცხადა.
ზაკაევის ქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება.
"ჩეჩნეთი გათავისუფლდება კადიროვისა და პუტინის რეჟიმისგან. ჩვენ შევქმნით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორობა ექნება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ, ევროპულ ოჯახსა და სტრუქტურაში ინტეგრაციას მოვახდენთ, რადგან ეს ევროპის ნაწილია. ამ ომში უკრაინის გამარჯვება, რუსეთის იმპერიის დასასრული იქნება. პუტინის დამარცხების შემდეგ კადიროვის დღეებიც დათვლილი იქნება", - აცხადებს ზაკაევი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად 18 ოქტომბერს აღიარა. რადამ ასევე დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press