უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინული ტელეკომპანია Channel 24-ის ეთერში განაცხადა.
დანილოვის თქმით, განკარგულებები, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეიმუშავა.
„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო განკარგულებას სანქციების შემოღების შესახებ. მას შემდეგ, რაც სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსი ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება", - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე განმარტა, რომ სანქციები ერთი პირის მიმართ გარკვეული ვადით გადაიდება.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამონაკლისი. ეს არის გარკვეული შეფერხება“, - დასძინა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press