ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. აკადემიურმა საბჭომ მხარი პოზიციაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირა.
არჩევნებში საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ასეთია - 28 მომხრე, 2 კი - წინააღმდეგი.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას.
ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.
გადაწყვეტილების გამოცხადებას უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ.
სტუდენტები შენობაშიც შევიდნენ და ის სივრცე დაიკავეს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახალგაზრდებს პიკეტირებული აქვთ 107-ე აუდიტორია.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.
შარვაშიძეს გადადგომის შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადი შევიდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press