Foto

შოლცი - გერმანია 2023 წლის გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გერმანია 2023 წლის გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის ფარგლებში, გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების ორი ძირითადი ადგილიდან ერთ-ერთი გახდება.

„ამგვარად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საწვრთნელი მისიის შექმნის შესახებ 17 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მოსამზადებლად ორი ოპერატიული ცენტრი გერმანიასა და პოლონეთში განლაგდება.