უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი.
განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
ეს გადაწყვეტილება სანქციებს უწესებს 2507 ფიზიკურ და 1374 იურიდიულ პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რუსეთის იურიდიული პირია.
No7262022 დადგენილების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში არიან პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეები, სამხედრო პირები, რომელთა შორის არის პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა.
მეორე No7272022 განკარგულების მიხედვით კი, სანქციები უწესდება ოლიგარქებს, რომელთა შორის რომან აბრამოვიჩია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press