რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე საჰაერო დარტყმების სერია 21 ოქტომბერს დილით განახორციელეს, - განაცხადა მერმა, იგორ ტერეხოვმა.
„ჭურვები მოხვდა ხარკოვის ერთ-ერთ საწარმოს. წინასწარი ინფორმაციით დარტყმა მოხდა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ და საწარმოო შენობაში“, - წერს იგი განცხადებაში.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო კიევის რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, პარასკევს დილით ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზაპოროჟიეზე, განაცხადა ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა.
საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი მედია აქვეყნებს დაზიანებული ხუთსართულიანი კორპუსის კადრებს, სადაც ჩანს, რომ იწვის გაზსადენი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press