რუსეთის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ის უკრაინაში გენოციდს სჩადის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა ბერლინში "საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ" გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინამ შეიტანა სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.
"რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი, მათ აღიზიანებს", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება გენოციდის დასტურია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press