რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი დააკავეს. უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე (SBU) დაყრდნობით ავრცელებს.
SBU-ს ცნობით, ბოჰუსლაევთან ერთად, ასევე დაკავებულია „მოტორ სიჩის“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის უფროსიც.
მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის ორი მუხლით – კოლაბორაციონიზმი და აგრესორი სახელმწიფოს ხელშეწყობა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ჩამოაყალიბეს ტრანსნაციონალური არხები აგრესორ ქვეყანაში უკრაინული ძრავების საბითუმო პარტიების უკანონოდ მიწოდების მიზნით. რუსეთი მიღებულ პროდუქციას სამხედრო ვერტმფრენების წარმოებისა და შეკეთებისთვის იყენებდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press