დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ სუნაკმა Twitter-ზე დაწერა.
„გაერთიანებული სამეფო შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ამიტომ კენჭს ვიყრი, რომ გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი", - წერს სუნაკი.
სუნაკის გარდა, თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდაუნტმა განაცხადა, რომ აპირებს კენჭისყრას. კენჭისყრას, სავარაუდოდ, გეგმავს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც, რომელიც The Telegraph-ის ცნობით, კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს.
აღსანიშნავია, რომ სუნაკი ჯონსონის შემცვლელის შერჩევისას, ლიზ ტრასთან ბრძოლაში დაამარცხდა. ტრასი კი, 45-დღიანი პრემიერობის შემდეგ, თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.
ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა.
ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.
ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press