„აშკარაა, რომ გეგმები, რომლებიც ოკუპანტებმა დაუსახეს საკუთარ თავს, მთლიანად ჩავარდა“, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
გაიდაის თქმით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დგას უზარმაზარი იარაღი, ტექნიკა და პერსონალი“, რუსები გაუთავებლად ურტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, მაგრამ "უკრაინელ ჯარისკაცებს მსოფლიოში საუკეთესო მოტივაცია აქვთ".
„ჩვენთვის მთავარია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე გადავარჩინოთ", - თქვა გაიდაიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ლუგანსკის რაიონში წვიმის გამო შენელდა, თუმცა ჯარისკაცები წინ მიიწევენ.
"ამინდი ცოტა შემაფერხებელია, რადგან ახლა წვიმს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვარზე. ეს ანელებს შეტევას, რადგან ტექნიკა იჭედება, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გენერალური შტაბისგან ლუგანსკის რეგიონიდან სასიხარულო ამბებს მივიღებთ", - ამბობს გაიდაი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press