Foto

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 67 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 67 940-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 24 ოქტომბერი დილის 6:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 67 940;
  • ტანკი - 2 590;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 295;
  • საარტილერიო სისტემა - 1 673;
  • სარაკეტო სისტემა - 375;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 189;
  • თვითმფრინავები - 270;
  • ვერტმფრენი - 245;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 370;
  • საკრუიზო რაკეტები - 350;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 044;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 149.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.