Foto

ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე - ვთანხმდებით, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება და რეგიონის მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის რაც ხდება უკრაინაში მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. 

"ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. 

დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას და რეგიონში არსებულ მდგომარეობას და ჩვენ, ყველანი  ვთანხმდებით, რომ ის რაც ხდება უკრაინაში უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. 

ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებად პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენივე რეგიონის განვითარებისთვის, ჩვენ ასევე შევეხეთ, რეგიონშია არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას და ჩვენ ეს დიდ იმედს გვაძლევს. ასევე, მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველოა ცხადებს სრულ მზადყოფნას,რომ ხელიო შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ერთად დავიწყეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს წინადადება არ ეწინააღმდეგება ან არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, ეს დაგვეხმარება და ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. 

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ მიმოვიხილეთ პროექტები, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის",- განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.