თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩაატაროთ ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
"ამასთან დაკავშირებით მოგეცათ ახსნა-განმარტება, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი, საერთოდ არ გაინტერესებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა; საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება; საერთოდ არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩაატაროთ ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე. მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ინტერსშია, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს.
"მიმდინარეობს გამოძიება. თუკი, რამე ახალი გარემოება გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ რეალურად რა მოხდა. მე არ მინდა გამომივიდეს არასწორად და ჩემი რამე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას.
რაც შეეხება ვხტანგიშვილის იმ კონკრეტულ ფრაზას, ეს ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას და როდესაც მიმდინარეობს ასეთი მასშტაბური სამუშაოები ძალიან ბევრია ხარვეზები და ბევრჯერ ხდება ხოლმე მითითება ამ ხარვეზების გამოსწორებასთან დაკავშირებით. კონკრეტულ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, აქვს ვალდებულება, ორი თუ სამი წლის განმავლობაში გაუწიოს ექსპლუატაცია და თუკი, რამე არასწორად იქნება, ვალდებულები არიან, რომ გამოასწორონ. დანარჩენზე, მე არ მინდა სიღრმეებში შევიდე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press