რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით აშაბტაჟებდა, ახლა - "ბინძური ბომბით".
„რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა - "ბინძური ბომბით", კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი - არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა”,- განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს დაუკავშირდა.
თითოეულ მათგანთან შოიგუმ განიხილა „სიტუაცია“ უკრაინაში, რომელსაც „მუდმივი ტენდენცია აქვს შემდგომი, უკონტროლო ესკალაციისკენ“.
საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხრიდან იგეგმება შესაძლო პროვოკაცია „ბინძური ბომბის“ გამოყენებით“.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ ვერსიის დასადასტურებლად.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press