ლუგანსკის სამი და დონეცკის ერთი დასახლება რუსული ჯარისგან გავათავისუფლეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათივე თქმით, გათავისუფლებულია ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებები, ხოლო დონეცკის ოლქის ნოვოსადოვის დასახლება.
" ჩვენი წარმატებული მოქმედებების საფუძველზე, ჩვენმა ჯარმა მტერი გააძევა ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებებიდან, ასევე დონეცკის ოლქში, ნოვოსადოვიდან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press