ბრალდება იმის შესახებ, რომ უკრაინა "ბინძური ბომბების" გამოსაყენებლად ემზადება, აბსურდია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა POLITICO-სთან განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ადანაშაულებს სხვებს იმის კეთებაში, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებს.
"რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ ბრალდებები ან პრეტენზიები, როგორც საბაბი უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press