ფაქტები არის ჯიუტი. საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ, უკუსვლა გამოიწვია.
ღუდუშაურის აზრით, "რაღაც უკუსვლაზე" საუბარი დამაზიანებელია.
"ფაქტები არის ჯიუტი. თუ ჩვენ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოს რეფორმების კუთხით, მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში, მაგალითად მოლდოვასთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ სურათი არის შემდეგი - საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უკუსვლაზე, ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე და ა.შ. ეს მგონია, რომ აზიანებს, ზოგადად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას", - აცხადებს ღუდუშაური.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით. პრაისის განცხადებით, "მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press